მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.
ამასთან, ნიკოლსმა USAID-ის შენობების გახსნისა და სააგენტოს გრანტების დაფინანსების შესახებ პროფკავშირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე კარლ ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში 14 თებერვლამდე იქნება, USAID-ის იმ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანას კრძალავს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.
წაიკითხეთ ასევე: