ავტორი:

ყოფილი მოდელი, რომლის ქალიშვილი ცნობილ მილიონერს ჰყავს ცოლად - ლიკა შენგელიას ლაქშერული ცხოვრება, ორი ქორწინება და 5 შვილი (ფოტოები)

ყოფილი მოდელი, რომლის ქალიშვილი ცნობილ მილიონერს ჰყავს ცოლად - ლიკა შენგელიას ლაქშერული ცხოვრება, ორი ქორწინება და 5 შვილი (ფოტოები)

მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ქეთი ჟღენტზე ქართული მედია ხშირად წერს. ლაქშერული ცხოვრების სტილი, ხშირი მოგზაურობა და ცხოვრება ფუფუნებაში - ეს სამი შვილის დედის მიმართ მუდმივ ინტერესს იწვევს.

ულამაზესი მოდელს, რომელიც 18 წლის ასაკში ქებურიების რძალი გახდა, ახალგაზრდა დედა ჰყავს. ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია, დღესაც იდეალურ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანი დედაა.

ლიკა შენგელია შვილებთან ერთად

ლიკა შენგელია 5 შვილის დედაა. ბიჭი და გოგონა, მათ შორის ქეთი, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ქორწინებაში კი სამი ბიჭი შეეძინა. შენგელიას პირველი ქმარი კალათბურთის მწვრთნელი არჩილ ჟღენტი გახლდათ.

"დედა წარმატებული მოდელი იყო, მაგრამ იმ დროს უცხოეთში წასვლა არ გახლდათ ადვილი. "ფორდის" სააგენტოდანაც ჰქონდა მოწვევა, მაგრამ ვიზების გამო ვერ წავიდა. მერე გათხოვდა, ჩვენ გავჩნდით და მოდელობას თავი დაანება. მე არ მინდოდა მოდელობა, არც დედას, თუმცა წინააღმდეგი არ ყოფილა.

ლიკა შენგელია 17 წლის ასაკში

უბრალოდ, არც უთქვამს - მიდიო. 10 წელი ჩოგბურთზე დავდიოდი და მერე ისევ მოდელობა გადავწყვიტე. თან სულ ამ სფეროში ვტრიალებდი – დედას მეგობრები, მეც მყავს მოდელი მეგობრები, ჩემი ნათლიები არიან თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ნინო ცქიტიშვილის მეუღლე,“ - ამბობდა ქეთი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დედა შვილი - ლიკა შენგელია და ქეთი ჟღენტი

ლიკა შენგელიას მეორე მეუღლე შპს კავკასუს კონსტრაქშენ გრუპის დირექტორი ბიძინა ჯიხვაძეა. ლიკა იშვიათად მაგრამ მაინც აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ერთ-ერთ პოსტში, სადაც დაბადების დღეს ულოცავს, წერს:

- გილოცავ ბი ... იყავი ჯანმრთელი და უბედნიერესი ჩვენთან ერთად , შენს ოთხ საოცარ ბიჭთან და ერთ პრინცესასთან ერთად, მათ შვილებთან, მეგობრებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად ვინც გიყვარს. შენ ხარ საუკეთესო პიროვნება, ჩემთვის ამოუცნობი და ძალიან ძვირფასი საჩუქარი. მადლობა უპირობო სიყვარულისთვის, მადლობა ყოველი დღისათვის. მიხარია რომ შენი გენი გაგრძელდება შენს ბიჭებში და იმედია ისინიც შენნაირი კაცები გაიზრდებიან!

რაც მთავარია გიპოვე და ის რომ ყოველ წელს სულ უფრო კარგად გამოვიყურები , ეს მხოლოდ შენი ბრალია...

ლიკა შენგელია ქეთის წყალობით, უკვე სამი შვილიშვილის ბებიაა, მალე მეოთხე შვილიშვილს ელოდება, მისმა ვაჟმა ბუბუ ჟღენტმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა. ცნობილია, რომ უარს ამბობს პლასტიკურ ოპერაციებზე, მოგზაურობს ხშირად, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და არასოდეს აძლევს მედიას ინტერვიუს.

წაიკითხეთ სრულად: