ავტორი:

ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?

ბექჰემმა რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი დაარეგისტრირა - რით ივაჭრებს ვარსკვლავის კომპანია ბაზარზე?

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა, რუსეთში თავისი სავაჭრო ბრენდი - David Beckham დაარეგისტრირა.

როგორც მედია წერს, ყოფილი ნახევარმცველის კომპანია DB Ventures-მა სავაჭრო სახელის რეგისტრაციისთვის, რუსეთის საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ს უკვე მიმართა და შესაბამისი საბუთებიც წარადგინა.

სავარაუდოდ კომპანია სპორტულ, ახალშობილებისთვის განკუთვნილ, საყოფაცხოვრებო საქონელს, მათ შორის ფარდებს, ახალშობილის საფენებს, ხელსახოცებს, ცხვირსახოცებს, კოღოს საწინააღმდეგო ბადეებს, ტომრებს, თეთრეულსა და სამზარეულოს პირსახოცებს გაყიდის.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა შეზღუდა თანამშრომლობა ზოგიერთ რუს ბიზნესმენთან. შედეგად, ბევრმა კომპანიამ ნებაყოფლობით შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში პოტენციური სამართლებრივი რისკების გამო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბექჰემების ოჯახი აქტიურად მხარს უჭერდა უკრაინას. 2022 წლის მარტში ბექჰემმა თავისი ინსტაგრამის ექაუნთი, ომზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, უკრაინელ ექიმს დაუთმო. გარდა ამისა, 1 მილიონი ფუნტი გადასცა Unicef-ს უკრაინაში ორგანიზაციის საქმიანობის დასაფინანსებლად.

ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს ბექჰემის კიდევ ერთი სავაჭრო ნიშანი David Beckham bodywear, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ქუდებსა და საცვლებს ყიდის.

წყარო

იხილეთ ასევე: