ავტორი:

"ალექსანდრე რომ გახდება პრეტენდენტი, დავთმობ ქამარს" - მერაბ დვალიშვილი ალექსანდრე თოფურიას შესახებ

"ალექსანდრე რომ გახდება პრეტენდენტი, დავთმობ ქამარს" - მერაბ დვალიშვილი ალექსანდრე თოფურიას შესახებ

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში იმყოფება. მან პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა UFC-ის კიდევ ერთ მებრძოლს, ალექსანდრე თოფურიას ეხებოდა, რომელმაც თავისი პირველი ბრძოლა ორგანიზაციაში ახლახან მოიგო.

  • საქმე ისაა, რომ ალექსანდრე და მერაბი ერთ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. მერაბ დვალიშვილის თქმით, როცა ალექსანდრე თოფურია ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება, ის ქამარს დათმობს.

“ალექსანდრეს თავისი გზა აქვს. მინიმუმ 2 წელი დასჭირდება, ჩემპიონობამდე რომ მივიდეს.

ადრეც მითქვამს, ალექსანდრე რომ გახდება პრეტენდენტი, დავთმობ ქამარს - ან ზემოთ ავალ, ან ქვემოთ ჩავალ ან სუპერ-ბრძოლებს ჩავატარებ. მეგობრულად მოვგვარდებით", - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.