ჩინეთის სახელმწიფო გაზეთი Global Times-ი ჩინეთში, კერძოდ შანდონგის პროვინციაში მდებარე Zibo City-ს გასართობი პარკის შესახებ წერს.
ზოოპარკი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც თებერვლის დასაწყისში, ინტერნეტის მომხმარებლებმა უცნაური რამ შენიშნეს. ვიზიტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ვირები გადაღებეს, რათა ისინი ზებრებს დამსგავსებოდნენ.
კრიტიკის შემდეგ, ზოოპარკმა აღიარა, რომ ვირები მნახველების მოსაზიდად შეღება და ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია. მათი თქმით, საღებავი არატოქსიკურია და ცხოველებისთვის ზიანი არ მიუყენებია.
მაშინ ზოოპარკმა თავდაპირველად უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ძაღლს პანდად ასაღებდა, თუმცა საბოლოოდ აღიარა.
იხილეთ ასევე: