15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის დროს, ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. წყლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი არასრულწლოვანის საქმეზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს
მომხდარს არაერთი ცნობილი სახე და მათ შორის პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" წევრმა, მომღერალმა აჩიკო ბერიძემ, თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაწერა:
- რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ. სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არ არის.
მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ და გადასცემთ. გაიგეთ, იმ ონლაინ ტელევიზიების „დახელფასებულების“ და ეშმაკზე სულგაყიდულების, მაგრამ ვისაც გიცნობთ და პრეტენზია გაქვთ თითქოს ყველაფერზე, მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სოლიდარობის განცდა სულ დაკარგეთ?
რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა. „ორი ტრუპის“ მომლოდინე უჯიშოებო.
მოგვიანებით ბერიძემ სტატუსი წაშალა. დეპუტატის განცხადებას უამრავი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა დღეს ბერიძეს კიდევ ერთი უფრო ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა
- ვიფიქრე გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი. მაგრამ რადგან „დაჟინებული მოთხოვნაა” გიპასუხებთ.
მოხვდათ ეს ჩემი “უჯიშოები” ოლე ოლას უბადლო შემსრულებლებს, კუბოების დამწველებს, ცეცხლი ოლიგარქიას შემქმნელებს და კანონის ორმაგი სტანდარტების მომრგებებს, არადა სტატუსში გარკვევით აღვნიშნე: “ ვინც იყენებთ ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის-თქო”- ჰოდა თუ იყენებთ კი ვადასტურებ ჩემს სიტყვებს, უჯიშოები ხართ და თუ ემიჯნებით და მართლები ხართ სინდისთან ასე რატომ აღშფოთდით ძვირფასებო?! საკუთარ თავებზე რატომ მიიღეთ?
კონკრეტულად ვის რა ინტერესი აქვს რისთვის აკეთებს ამას მე არ ვიცი მაგრამ ნელ-ნელა ხომ ყველაფერს ნათელი ეფინება?!
ის ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების დაფინანსებებით (მრავალ მილიონიანი) ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული მამულიშვილი ენჯეოშნიკები ქვეყანას. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია კაცო, გაგიკვირდებათ და დასავლეთმა ამხილა ისინი, იმ დასავლეთმა ასე რომ “ვშორდებოდით მას ”.
ეს ბობოლა დაფინანსებულები გავიგეთ რისთვისაც “იბრძვიან” და იხოკავენ სახეს, მაგრამ დანარჩენებს რა პატარ პატარა ინტერესები გამოძრავებთ ამათ ასე ბრმა მიმდევრებად რომ დარჩით?! - ალბათ ვიღაცას ევროპაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარების იმედი აქვს, ვიღაცას წვრილი კუპიურების მიღების, ვიღაცას კიდევ სხვა პატარა პირადი ინტერესები, ზოგადად ამ სოციალურ ქსელში ბაბლის მიერ შექმნილმა ილუზიამ და ერთმანეთის ტაშის კვრამ იცის დიდი მოლოდინების შექმნა და მერე უეცრად მოაქვს მტკივნეული ფრუსტრაცია. მხოლოდ ისღა დამრჩენია გამძლეობა გისურვოთ.
წაიკითხეთ ასევე: