ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ინფორმაცია ხანძრის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. ქაცარავამ ხანძრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.