ავტორი:

“ბიძინა ივანიშვილი “რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს“ - რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილზე კვერცხებით თავდასხმის შესახებ

“ბიძინა ივანიშვილი “რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს“ - რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილზე კვერცხებით თავდასხმის შესახებ

“ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე,“ - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“ბიძინა ივანიშვილი “რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

იხილეთ ასევე: