ავტორი:

“ჰამასი“ ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს - “მზად ვართ მეორე ეტაპისთვის...“

“ჰამასი“ ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს ყველა დარჩენილ მძევალს - “მზად ვართ მეორე ეტაპისთვის...“

დაჯგუფება “ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის ფარგლებში, ღაზაში დარჩენილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს, - ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ “ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენ მზად ვართ მეორე ეტაპისთვის, რომლის დროსაც ტყვეების ერთბაშად გაცვლა მოხდება შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გამოიწვევს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზადან ჯარების სრულ გაყვანას“, - აღნიშნულია “ჰამასის“ განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ კაიროში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს მოხდა შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, “ჰამასი“ შაბათს ექვს მძევალს გაათავისუფლებს, ხუთშაბათს კი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს.

იხილეთ ასევე: