ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ ტრამპთან უბრალოდ შეხვედრა საკმარისი არ არის და საჭიროა "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავების მიღწევა".
პუტინის თქმით, "რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“.
პუტინის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების "აღდგენა".კრემლის ლიდერის თქმით, მოსკოვს "არასოდეს უთქვამს უარი ევროპელებთან კონტაქტსა და უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესზე“.
ასევე, პუტინმა მედიას განუცხადა, რომ „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“.
წაიკითხეთ ასევე: