"არჩევნების გარეშე დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა არ დარჩება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია, რომელიც არც უნდა დაწყებულიყო, ომში, რომელსაც ის შეერთებული შტატებისა და “ტრამპის” გარეშე ვერასდროს ვერ მოაგვარებს.
შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი აშშ დოლარით მეტი დახარჯა, და ევროპის ფული დაცულია, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები არაფერს არ დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს, როგორც გამყოფი.
ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპს" და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკი სავარაუდოდ სურს, რომ "ფულის მატარებელმა" გააგრძელოს მოძრაობა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დამსხვრეულია, და მილიონები საჭიროების გარეშე დაიღუპა - და ასე გრძელდება" - წერს ტრამპი.
წაიკითხეთ ასევე: