"სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს", - ასე ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა.
"თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები არ ყოფილა. ასევე, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა.
„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, - განაცხადა ტრამპმა.
წაიკითხეთ ასევე: