ავტორი:

მუსიკის ფონზე გამოყვანილი ბავშვების ცხედრები და სისხლიანი ნეთანიაჰუს ბანერი - უმძიმესი კადრები ღაზადან, სადაც "ჰამასმა" ისრაელს 4 მძევლის ცხედარი გადასცა

მუსიკის ფონზე გამოყვანილი ბავშვების ცხედრები და სისხლიანი ნეთანიაჰუს ბანერი - უმძიმესი კადრები ღაზადან, სადაც "ჰამასმა" ისრაელს 4 მძევლის ცხედარი გადასცა

ჰამასმა ღაზაში, სპეციალურად გამოყოფილ მოედანზე, “წითელი ჯვრის“ მანქანების კოლონას ისრაელელი მძევლების ცხედრები გადასცა.

Telegraph ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს რომ ჰამასის წევრებს შავი ჩასასვენებელი მოედანზე მუსიკის ფონზე გამოაქვთ.

სცენაზე, სადაც დაჯგუფების წევრები დგანან, გაკრული იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს გიგანტური ფოტო, რომელსაც პირიდან სისხლი სდიოდა და ეწერა ტექსტი ინგლისურად, რომელიც მას მძევლების მკვლელობაში ადანაშაულებდა.

  • შენიღბულმა მამაკაცებმა "წითელ ჯვარს" "ჰამასის" მიერ დატყვევებული ყველაზე უმცროსი მძევლები, 2 წლის კფირ ბიბასი და 5 წლის არიელ ბიბასის და ასევე მათი დედის შირი ბიბასის ცხედრებიც გადასცეს.

როგორც გმოცემა წერს, “შირი ბიბასის, მისი შვილების: არიელის და კფირის და ოდედ ლიფშიცის ცხედრები, კუბოებში ესვენათ. მათი სურათები შავ “სასახლეებზე“ იყო გაკრული.“

ოჯახი 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ყველაზე პატარა ბავშვი მხოლოდ 9 თვის იყო.

მძევლების გათავისუფლება ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ ხდება.

წაიკითხეთ ასევე: