ავტორი:

მესამე წარუმატებელი ქორწინება: ალექსეი არესტოვიჩი მეუღლეს შორდება - რა დეტალებზე წერს მედია

მესამე წარუმატებელი ქორწინება: ალექსეი არესტოვიჩი მეუღლეს შორდება - რა დეტალებზე წერს მედია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მეუღლეს ანასტასიას შორდება, რომელთანაც თითქმის ათი წელი ცხოვრობდა.

სასამართლოს რეესტრის მონაცემებით, განქორწინებაზე განცხადება ანასტასიამ შეიტანა. 11 თებერვალს კიევის სოლომენსკის სასამართლომ მისი განცხადება განსახილველად მიიღო, მაგრამ უცნობია როდის გაიმართება მოსმენა.

  • თავად არესტოვიჩი ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასამართლოში გამოცხადდეს, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება. სოციალურ ქსელში არაერთხელ უთქვამს, რომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლის.

”მე ვცხოვრობ თვითმფრინავებში უკვე წელიწად ნახევარია (საშუალოდ, ყოველ ხუთ დღეში ერთი ფრენა მაქვს)” - წერს არესტოვიჩი.

ცნობილია, რომ ალექსეი და ანასტასია თითქმის 10 წელი იყვნენ ერთად. მათ ჰყავთ ვაჟი ალექსანდრე. მანამდე არესტოვიჩმა თქვა, რომ მას და მის მეუღლეს უთანხმოება აქვთ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ მოქმედებს მათ ურთიერთობაზე.

ეს იყო არესტოვიჩის მესამე ქორწინება. წინა ორ ცოლზე მედიისთვის არაფერია ცნობილი, თუმცა ცნობილია ის, რომ სხვა შვილებიც ჰყავს.

ოლექსიმ აღნიშნა, რომ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილ პარტნიორებთან და ეხმარება შვილებს, მაგრამ არ საუბრობს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ახლა ანასტასიასთან.

წაიკითხეთ ასევე: