ავტორი:

იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი არ ჩავარდნოდათ, ჩინეთის ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე ხელოვნური თოვლი ბამბისგან და საპნის ქაფისგან დაამზადეს - Snow Village ბოდიშს იხდის

იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი არ ჩავარდნოდათ, ჩინეთის ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე ხელოვნური თოვლი ბამბისგან და საპნის ქაფისგან დაამზადეს - Snow Village ბოდიშს იხდის

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული სოფელი - Chengdu Snow Village, რომელიც ყოველ წელს იწონებდა თავს დიდი თოვლით და არც ვიზიტორების რაოდენობას უჩიოდა, წელს სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

• ადგილობრივი ტურისტული ატრაქციონი, რომელიც თავს “ზამთრის საოცრებათა ქვეყნად მიიჩნევს“, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ტურისტებმა შეამჩნიეს, რომ თოვლი ყალბი იყო.

უფრო მეტიც - ახლოდან თუ დააკვირდებოდით, შენობების სახურავებზე თოვლის ნაცვლად თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული, მიწაზე კი ბამბის მატყლისა და ქაფიანი წყლისგან დამზადებული “თოვლი“ ეყარა ყველგან.

კომპლექსის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ყოველ ზამთარს თოვდა, წელს კი ცუდი სეზონი დადგა, რადგან რეგიონში არ მოუთოვია. იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილიყო, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა “თოვლიანი გარემო“ ხელოვნურად შეექმნა.

თუმცა, ვიზიტორებმა ადგილზე მისვლისას აღმოაჩინეს, რომ რეკლამისგან განსხვავებით იქ მხოლოდ ბამბა და საპნის ქაფი დახვდათ.

China’s tourism industry is really outdoing itself with its creativity!

Welcome to ‘Snow Village’ in Chengdu- where snow is made of cotton balls, the ground is white sand, and the fake waterfalls flow… with imagination.1/2 @MM81792127@GundamNorthrop@SolomonYue pic.twitter.com/2fZr2ORrLl
— Ava Olivia (@AvaOlivia27) February 18, 2025

ნაწილი ამ სიურპრიზმა გააბრაზა, ნაწილი კი გამხიარულდა და გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ადმინისტრაციას ზედმეტი მონდომებისთვის მადლობასაც კი უხდიან.

Snow Village-მა აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

“თოვლიანი“ ატმოსფეროს შესაქმნელად ტურისტულმა სოფელმა ბამბა შეიძინა... მაგრამ ამან არ გამოიღო მოსალოდნელი ეფექტი და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩამოსულ ტურისტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკმაყოფილო სტუმრებს თანხა დაუბრუნდებათ.

წყარო

იხილეთ ასევე: