უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.
“ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის. “არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და “პროგრესია“ აშშ-თან მინერალებზე შეთანხმებაში.
”ჩვენ პროგრესს ვაღწევთ,” - დასძინა ზელენსკიმ.
პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:
“უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც და პრეზიდენტად “ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“.
“ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი “ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია... ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოხდება “მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება.
ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე: “არაფერი შეჩერებულა, მაგრამ არც არაფერი ახალი არ არის დამტკიცებული და გამოცხადებული.”
“ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, რომელიც იქნება “მომგებიანი“ როგორც აშშ-ს, ისე უკრაინისა და მისი ხალხისთვის. შეთანხმება უნდა იყოს “სასიამოვნო და მომგებიანი “ ორივე მხარისთვის. თუ შეთანხმება ერთ-ერთი მხარისთვის უსიამოვნოა, მაშინ ეს არ არის პარტნიორობა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ კონფერენციაზე განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა რთული საკითხია.
“ჩვენ უნდა დავიწყოთ უსაფრთხოების გარანტიების მიღებით, რომელიც ევროპასა და აშშ-ს შეუძლია მოგვცეს. ეს არის პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად”.
“ტრამპის სიტყვების გამო არ გავბრაზებულვარ , მე გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ დიქტატორად მომიხსენიეს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, მე უკრაინის მოსახლეობის 73%-მა ამირჩია. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად იქნება არჩევნები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: