ავტორი:

“გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი! არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდება საკვები, მედიკამენტები“ - სტიქია გურიაში: ოზურგეთში და ლანჩხუთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს; რა ვითარებაა რეგიონში

“გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი! არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდება საკვები, მედიკამენტები“ - სტიქია გურიაში: ოზურგეთში და ლანჩხუთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს; რა ვითარებაა რეგიონში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ოზურგეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.

  • უწყების ცნობით, სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“ხელახლა გვიწვეს ცენტრების გაწმენდა, ვერ ერევა ტექნიკა, ცენტრალური თუ არ გაიწმინდა, შიდა სასოფლო გზები ჯერ არ გაიწმინდება, რადგან მაღალი თოვლია, მოსახლეობასთან კომუნიკაციას პირადად ვერ ვახერხებთ, თუმცა გამგებლებისგან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა, შიდა უბნებში ვერ შევდივართ, ძლიერი თოვაა. ტექნიკა მუშაობს რომ გაიწმინდოს, დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია, 16 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს”, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

ოზურგეთი

ინტენსიური თოვის შედეგად რთული ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც.

მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ლანჩხუთი

დიდთოვლობის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხნარი გარე სამყაროს მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისათვის” წარმომადგენელი, ბაჩო ახალაძე ავრცელებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხნარი

“ფიზიკურად გადაადგილება არის შეუძლებელი… გარე სამყაროს ვართ მოწყვეტილი… არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდება საკვები, მედიკამენტები, ასევე არის სახლების ნგრევის დიდი ალბათობა….”- წერს სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაძე.

“გურია ნიუსი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მკვიდრის მირანდა ღლონტის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დახმარებას სთხოვს.

მივმართავ თხოვნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. თავის დროზე, როცა სტიქიამ (კერძოდ ქარმა) სახლის სახურავი 4-ჯერ დამიზიანა არავინ გამიწია დახმარება. ახლა გთხოვთ ვინმე იქნებ გამოგზავნოთ სახლის სახურავი თოვლის საფარისგან რო გაატავისუფლოს.ერთი წვიმა და მთელი სახურავი ჩამოინგრევა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და იქნებ დამეხმაროთ,” - წერს სოციალურ ქსელში ღლონტი.

იხილეთ ასევე: