ავტორი:

“სახლი ჩამოგვენგრა, მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს“ - სოფელ ჩოჩხათში, თოვლში ჩარჩენილი პირები, დახმარებას ითხოვენ

“სახლი ჩამოგვენგრა, მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს“ - სოფელ ჩოჩხათში, თოვლში ჩარჩენილი პირები, დახმარებას ითხოვენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მითაიშვილების საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

“მოგესალმებით ყველას. სოფელი ჩოჩხათი, ამ დილით, 03:00-03:30 ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში. დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა აუცილებლად მოვალთო,“ - ინფორმაციას ჩარჩენილი ოჯახის შესახებ გიორგი კაშია ავრცელებს.

როგორც ოჯახის წევრები “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, თავს მიკროავტობუსს აფარებენ.

“სახლი ჩამოგვენგრა. მიკროავტობუსში ვაფარებთ თავს. ბავშვები სახლში არ გვყავს, მე და ჩემი მეუღლე ვართ. ხმა გავიგეთ და გამოვასწარით წამიერად, პირდაპირ საწოლზე დაეცა ნანგრევები. მივმართეთ სამაშველოს მაგრამ არაა გზები, საერთოდ გზა არაა, რომ ვინმე მოვიდეს. გაიწმინდება და მოვალთო, მერე არ გვჭირდება. ტელეფონსაც ვერ ვტენით. მეზობლების სახლებიც საფრთხის ქვეშაა. მეწყერსაშიში ზონაა. ჩვენ ეკომიგრანტის სტატუსი გვაქვს, გასახლება მაქვს, ველოდები თანხის ჩარიცხვას. ვერ წავედით, მთელი პროცედურები სჭირდება“, - აცხადებს ინგა მითაიშვილი.

იხილეთ ასევე: