ავტორი:

"არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს... ევაკუაცია დაწყებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი გვექნება" - ნინო ჩხობაძე

"არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს... ევაკუაცია დაწყებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი გვექნება" - ნინო ჩხობაძე

"ლანჩხუთს და ოზურგეთს საკმარისი ტექნიკა არ აქვს" - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით, გურია შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩხობაძე აღნიშნავს, რომ სტიქიის სამართავად საჭიროა თბილისიდან და ქუთაისიდან ჯგუფების მობილიზება.

"ვერტმფრენით უნდა ჩავიდეთ [სტიქიის ადგილებში, სადაც მისვლა ვერ ხერხდება], იმედია რომ გვყავს, სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საგანგებოს უნდა ჰყოლოდა ვერტმფრენები და უნდა შეეძლოთ, რომ ვერტმფრენით ჩავიდნენ. მესმის, რომ ამინდის პირობები ძალიან რთულია, მაგრამ ისეთი პირობები არ არის რომ ვერ იმუშაოს ვერტმფრენმა.

სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ახლა თუ არ დაიძრა ჯგუფები თბილისიდან და ქუთაისიდან და ყველა არ იქნება მობილიზებული, ძალიან გაუჭირდება გურიას - დღეს სჭირდება შველა! ფორსმაჟორული სიტუაცია და ჩვენ არ ვართ მზად“, - თქვა ჩხობაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გურია ზვავსაშიშროების წინაშე დგას. განსაკუთრებით კი საყურადღებოა ხით ნაშენი სახლების მდგომარეობა.

"არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს. ბევრ სახლს უჭირს უკვე იმიტომ, რომ იქ ხით ნაშენი სახლებია ბევრი, გადათოვლას ვერ ახერხებენ, სიმძიმის გამო სახლები ინგრევა. ამას ემატება ის, რომ რეალურად გზა არ არის, პური არ აქვთ მოქალაქეებს, მედიკამენტები არ აქვთ, კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, არ აქვთ დენი და წყალი...წაიკითხეთ სრულად

ქავერზე გამოყენებულია გიორგი გორდელაძის ფოტო

ნახეთ ასევე: