ავტორი:

“ჩარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები - რამდენიმე მარტოხელა ადამიანი, საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის“ - რა მდგომარეობაა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში

“ჩარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები - რამდენიმე მარტოხელა ადამიანი, საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის“ - რა მდგომარეობაა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 13 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ,“ - ამის შესახებ ლანჩხუთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ასკურავამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს, დღეს მოხალისეები საჭირო ნივთებს დრონებით მიაწვდიან.

“მაღალმთიანი სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, მთიან სოფლებში ჩვეულებრივი ტექნიკა გზას ვერ გაწმენდს, ასეთი სოფლებია, აცანა, ათექი, ჩოჩხათი, კოკათი და სხვა. პირველადი მოხმარების საგნებს მოხალისეები დრონებით მიაწვდიან, სოფელში ჩარჩენილი არიან ბავშვები და მოხუცები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”,- აცხადებს კახა ასკურავა.

  • გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

guria_kokhnari
გურია - სოფელი კოხნარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, გურიის რეგიონში რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც.

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კვლავ რთული მდგომარეობაა. რამდენიმე სოფლის გზა ცენტრამდე გაიწმინდა. შიდა სასოფლო გზები არსად არის გაწმენდილი. თოვლის საფარმა წუხელ კიდევ მოიმატა, მაგრამ დიდად არა. ყველაზე რთული ზონა არის საჭამიასერი, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, კოხნარი ეს სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს. ელექტროენერგია არ არის. ვიცით რამდენიმე მარტოხელა მოხუცი, რომელიც საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, როგორ არიან არც ვიცით და მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. გარდა ამისა არის საკვების პრობლემაც. ხელისუფლებას მოვუწოდებ მოქმედებისკენ, რათა არსებული პრობლემები დროული მოგვარდეს,“- განაცხადა ბაჩო ახალაძემ.

guria
გურია - სოფელი კოხნარი

“ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები საგანგებო ვითარებაში მუშაობენ.

იხილეთ ასევე: