ავტორი:

"ხვალიდან თოვა შეწყდება, მაგრამ რიგ რეგიონებში შესაძლოა ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს" - როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში?

"ხვალიდან თოვა შეწყდება, მაგრამ რიგ რეგიონებში შესაძლოა ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს" - როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში?

საქართველოში უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.

"ნალექი, უმეტესად თოვლის სახით იქნება, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება", - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თბილისში მარტის დასაწყისში შესაძლოა დედაქალაქში ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს

- ხვალ, 27 თებერვლის ღამეს, ნალექი ყველგან შეწყდება, ღამის საათებში ცა მოიწმინდება. თუმცა ველოდებით მინიმალური ტემპერატურის დაცემას, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თბილისში ტემპერატურა დაეცემა -7 -5 გრადუსამდე.

- თბილისში თუ გაგრძელდება თოვა?

- დღეს შეიძლება დროდადრო ისევ ითოვოს, ასევე ღამით, მაგრამ ხვალიდან ნალექი მორჩება.

- რაც შეეხება სხვა რეგიონებს?

- დასავლეთშიც დილიდან და დღის მეორე ნახევრიდან ან დილიდან ისევ იქნება თოვა.

- მართალია, რომ მარტში გაგრძელდება ისევ ყინვები?

- დიახ, მინუს ათამდე ან მინუს თერთმეტამდე შესაძლებელია ღამით შიდა ქართლში და კახეთშიც დაეცეს ტემპერატურა, 28 თებერვალს, პირველ მარტს, ამ რიცხვებში ველოდებით.

იხილეთ ასევე: