ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, ამჟამად დნმ ტესტირებით, მათი მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
“ოთხი ცხედარი ცოტა ხნის წინ გადავეცით და ველოდებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას“, - ავრცელებს BBC-ი “ჰამასის“ ოფიციალური პირის ციტატას.
ათობით გათავისუფლებული პალესტინელი პატიმარი ღაზაში უკვე დაბრუნდა. მედია ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი ღაზაში ავტობუსებით დაბრუნდნენ. პატიმრები პირდაპირ ხან-იუნისის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო პერსონალი მომზადებული ელოდებოდა.
ნაწილს დაშავებული იყო და ხელჯოხით გადაადგილდებოდა. ზოგიერთი ავტობუსიდან გამოსვლისას მიწაზე დაეცა და მას კოცნიდა.
გათავისუფლებულ პატიმრებს დასავლეთ სანაპიროზე ათასობით პალესტინელი დახვდა და მათ შეძახილებით ამხნევებდნენ. ხმამაღლა ულოცავდნენ ღაზაში დაბრუნებას.
ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებული 600-ზე მეტი პატიმრისგან, რამდენი დაბრუნდა სამშობლოში.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, “ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, "ჰამასმა", საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი, რომელსაც ვადა შაბათს ეწურება, გულისხმობს 33 ისრაელელი მძევლის გაცვლას დაახლოებით 1900 პალესტინელ პატიმარზე.
ამ დროისთვის გათავისუფლებულია 25 ისრაელელი ცოცხალი მძევალი და რვა გარდაცვლილი - სულ 33 ადამიანი.
ოთხი დაღუპული მძევალი, რომელიც დღეს ღამით გაათავისუფლეს, ბოლოა, ვინც შეთანხმების ფარგლებში “ჰამასმა“ ისრაელს გადასცა.
შეთანხმების გარდა, გათავისუფლებულია კიდევ ხუთი ტაილანდელი მძევალი.
აღსანიშნავია, რომ მოვლენები, რომელიც სტატიაშია მოთხრობილი, აღნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის დასასრულს. ის შაბათს იწურება.
ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ისრაელს დაახლოებით 1900 პალესტინელი პატიმარი უნდა გაეთავისუფლებინა. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეთანხმდებიან თუ არა მხარეები მეორე ფაზაზე გადასვლაზე.
თუ ორივე მხარე თანახმა იქნება, მეორე ფაზა მოიცავს მოლაპარაკებებს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
ღაზაში დარჩენილი ცოცხალი მძევლები გაიცვლებიან პალესტინელ ტყვეებში და ისრაელის ჯარები მთლიანად დატოვებენ ტერიტორიას.
იხილეთ ასევე: