ავტორი:

"აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს" - პუტინი

"აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს" - პუტინი

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

  • "ყველა ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის ჩაშლა სურს.

„გვესმის, რომ რუსულ-ამერიკული კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს. დასავლური ელიტის ნაწილს მსოფლიოში არასტაბილურობის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი. ეს ძალები დაწყებული დიალოგის ჩაშლას შეეცდებიან. ჩვენ ამას ვხედავთ“, - აღნიშნა პუტინმა.

წაიკითხეთ ასევე: