დღეს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯინ ჰეკმენი, მისი პიანისტი მეუღლე ბეტსი არაკავა და მათი ძაღლი ნიუ მექსიკოში, სახლში, გარდაცვლილები იპოვეს.
პოლიციის ცნობით, ცოლ- ქმარი სხვადასხვა ოთახებში ნახეს - 95 წლის ჰეკმანი სამზარეულოს გვერდით ოთახში, მისი 63 მეუღლე ბეტსი არაკავა კი - აბაზანაში. წყვილის გერმანული ნაგაზიც ქალბატონი არაკავას მახლობლად, აბაზანაში იყო.
როგორც ირკვევა, ისინი გარკვეული დროის წინ გარდაიცვალნენ, პოლიციის ცნობით, ცხედრებს უკვე ხრწნის ნიშნები აღენიშნებოდა.
შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ ძალადობის არანაირი ნიშანი არ ჩანს, არც სროლის, არც სხვა სახის ჭრილობების კვალი. ჩხრეკის ორდერის თანახმად, სახანძრო განყოფილებამ ვერ აღმოაჩინა ვერც ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის ნიშნები.
გამოძიება გრძელდება. წყარო