ავტორი:

ზარი 911-ში, ცხედართან მიმოფანტული აბები და ღია კარი - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჰეკმანის, მისი მეუღლის და ძაღლის იდუმალ გარდაცვალებაზე

ზარი 911-ში, ცხედართან მიმოფანტული აბები და ღია კარი - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჰეკმანის, მისი მეუღლის და ძაღლის იდუმალ გარდაცვალებაზე

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯინ ჰეკმანი, მისი პიანისტი მეუღლე ბეტსი არაკავა და მათი ძაღლი ნიუ მექსიკოში, სახლში, გარდაცვლილები იპოვეს.

პოლიციის ცნობით, ცოლ- ქმარი სხვადასხვა ოთახებში ნახეს - 95 წლის ჰეკმანი სამზარეულოს გვერდით ოთახში, მისი 63 მეუღლე ბეტსი არაკავა კი - აბაზანაში. წყვილის გერმანული ნაგაზიც ქალბატონი არაკავას მახლობლად, აბაზანაში იყო. როგორც ირკვევა, ისინი გარკვეული დროის წინ გარდაიცვალნენ, პოლიციის ცნობით, ცხედრებს უკვე ხრწნის ნიშნები აღენიშნებოდა.

შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ ძალადობის არანაირი ნიშანი არ ჩანს, არც სროლის, არც სხვა სახის ჭრილობების კვალი. ჩხრეკის ორდერის თანახმად, სახანძრო განყოფილებამ ვერ აღმოაჩინა ვერც ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის ნიშნები.

  • მედიასთან დეტალებზე სანტა - ფეს ოლქის შერიფის ოფისმა ისაუბრა.

ოფისის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დათვალიერების შედეგად, წყვილს არ აღენიშნებოდა “არანაირი გარეგანი ტრავმა. გარდაცვალების გარემოებები და მიზეზი დადგენილი არ არის. გამოძიება ღია რჩება."

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. ჰეკმენსა და არაკავს ნახშირბადის მონოქსიდისა და ტოქსიკოლოგიური ტესტები უტარდებათ.

  • “ორი პირის გარდაცვალების გარემოებები საეჭვო ხასიათს ატარებს და ითხოვს საფუძვლიან გამოძიებას“, - განაცხადა შერიფის მოადგილემ, CNN-ის პარტნიორ მედია KOAT-თან.

”ნიშნები ან მინიშნებები არასამართლიანი გარემოებების შესახებ არ არის. არ არსებობდა ჩხუბის ან იმის მტკიცებულება, რომ სახლიდან ნივთები მოიპარეს,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ. მისი თქმით, წყვილი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.

მენდოზას თქმით, საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გაკვეთისა და ტოქსიკოლოგიის შედეგებს.

  • აღსანიშნავია, რომ მსახიობის მეუღლის, ბეტსი არაკავას ცხედრის მახლობლად, რომელიც სააბაზანოს იატაკზე იპოვეს, აღმოაჩინეს მიმოფანტული აბები და წამლის თავმოხდილი ქილა თაროზე. ქალის თავთან ახლოს იპოვეს გამათბობელი, ხოლო ტუალეტში მკვდარი ძაღლი. ჰეკმანის ცხედარი სხვა ოთახში - კერძოდ სამზარეულოს მახლობლად იყო.

შერიფის მოადგილე "ეჭვობს, რომ მამაკაცი მოულოდნელად დაეცა".

“როგორც ჩანს, ჰეკმანიც და არაკავაც რამდენიმე დღის გარდაცვლილები იყვნენ,“ - თქვა შერიფმა.

სახლის სხვა ნაწილში კიდევ ორი ცოცხალი ძაღლი აღმოაჩინეს. შესასვლელი კარი ღია იყო, თუმცა იძულებით შესვლის ან ძარცვის ნიშნები არ შეინიშნებოდა.

  • ზარი 911-ში...

911-ში შესული ზარის მიხედვით ჰეკმანისა და არაკავას ცხედრები პირველად “მეთვალყურემ“ აღმოაჩინა.

პირი, რომელმაც ზარი განახორციელა განერვიულებული იყო და დისპეჩერს აღუწერა, რომ სახლში ვერ შედიოდა, რადგან ფანჯრიდან ხედავდა ორ უგონო ადამიანს.

“არა, ძმობილო, ისინი არ მოძრაობენ. უბრალოდ, სასწრაფოდ გამოგზავნეთ ვინმე აქ”, - უთხრა მეთვალყურემ დისპეტჩერს.

gin_heckman
სამართალდამცავები საუბრობენ მსახიობ ჯინ ჰეკმანის სახლთნ - 2025 წლის 27 თებერვალი

დოკუმენტის მიხედვით, გამოძიებამ არ აღმოაჩინა ნახშირბადის მონოქსიდის ან ბუნებრივი აირის გაჟონვის მტკიცებულება.

  • წყვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი წერენ, რომ მომხდარის გამო განადგურებულები არიან.

“დიდი მწუხარებით გამცნობთ ჩვენი მამის, ჯინ ჰეკმანისა და მისი მეუღლის, ბეტსის გარდაცვალების შესახებ. თავისი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის გამო, ის უყვარდა და მისით აღფრთოვანებული იყო მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის ოყპ საყვარელი მამა და ბაბუა. ჩვენ ის ძალიან გვენატრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოსკაროსანი მსახიობს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე საგანგებოდ მიაგებენ პატივს.

ორმოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში ჰეკმანმა მოიგო ორი ოსკარი და ნომინირებული იყო ხუთზე. ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The French Connection, Hoosiers, Unforgiven და The Firm.

წყარო

იხილეთ ასევე: