აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "უპატივცემულოდ“ იქცევა.
"როგორ ფიქრობთ, პატივისცემაა ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში შესვლა და ადმინისტრაციაზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს თქვენი ქვეყნის განადგურებას? -ჰკითხა ვენსმა.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.
ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას "კოზირები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში "ბანქოს სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.
ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის "მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.
"თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია... არა, არა, ახლა არ შეგიძლიათ ლაპარაკი. თქვენ არ იმარჯვებთ. მაგრამ თქვენ გაქვთ კარგი შანსი, რომ გამოხვიდეთ პირველ ადგილზე ჩვენი წყალობით. მარტო არ იყავი. ჩვენ მოგეცით $350 მილიარდი [ჩვენი] სულელი პრეზიდენტის მეშვეობით. ჩვენ მოგეცით სამხედრო ტექნიკა... ჩვენი სამხედრო ტექნიკა რომ არ გქონდეთ, ეს ომი ორ კვირაში დამთავრდებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დაწყებისას.
“ორივეს [რუსეთისა და უკრაინას] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა", - განაცხადა ტრაპმა.
ზელენსკიზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ხედავთ რა ზიზღის აქვს პუტინის მიმართ - ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი ზიზღით შეთანხმების მიღწევა".
მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის "ძალიან მადლიერი“ არ არის და ეს "დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.
თეთრ სახლში მისვლამდე ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ორპარტიულ დელეგაციასთან სენატში, სადაც უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. ზელენსკი ასევე შეხვდა ფრანკლინ გრემს, ევანგელისტ სასულიერო პირს, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის რიგებში აქვს გავლენა.
იხილეთ ასევე: