ავტორი:

ჩაშლილი მოლაპარაკებები: ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვეს - რას წერს ტრამპი?

ჩაშლილი მოლაპარაკებები: ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვეს - რას წერს ტრამპი?

უკრაინული მედია იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრ სახლი დროზე ადრე დატოვეს, მოლაპარაკებები დონალდ ტრამპთან წარუმატებლად დასრულდა. ამას მოწმობს ტრამპის განცხადება თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მისი თქმით, ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

"ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებების შემდეგ დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია ოვალურ კაბინეტში მათი დავის გამო გაუქმდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

იხილეთ ასევე: