ავტორი:

რას ამბობს სტარმერი  ტრამპთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

რას ამბობს სტარმერი  ტრამპთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ

კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა.

"პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიწვევით, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ლონდონში ჩავა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება.

წაიკითხეთ ასევე: