ავტორი:

"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები

"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები

ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ჟურნალისტების წინაშე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. იშვიათი ლითონების შესახებ გარიგება ჩაიშალა. მსოფლიომ პირველად დაინახა, როგორ ვითარდება მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის: ისინი რთული, ემოციური და დაძაბულია.

  • როგორც უკრაინის, ისე ამერიკის პრეზიდენტებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ყველაფერი არასწორად წარიმართა, მაგრამ უთანხმოების სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის ბრძოლა სურს და მშვიდობისთვის მზად არაა. ზელენსკის თქმით, უკრაინაზე მეტად მშვიდობა არავის უნდა, მაგრამ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრის დროს ჟურნალისტების მხრიდანაც გაჟღერდა რამდენიმე არაპროფესიონალური შეკითხვა. მაგალითად, მედიის წარმომადგენელმა ზელენსკის მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ატარებდა ოფიციალურ კოსტიუმს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კოსტიუმს მაშინ ჩაიცვამდა, როცა ომს დაასრულებდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკეს სტუმრად მყოფი ლიდერი და აღნიშნეს, რომ ის აშშ-ს მხარდაჭერისთვის არასდროსაა მადლიერი. ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს მადლობა არაერთხელ გადაუხდა.

"თქვენ საკმარისად ისაუბრეთ, მადლობელი უნდა იყოთ. კარტები არ გაქვთ" - უთხრა ტრამპმა მას ერთ მომენტში

"კარტს არ ვთამაშობ“, უპასუხა ზელენსკიმ. "მე ძალიან სერიოზული ვარ, ბატონო პრეზიდენტო. მე ვარ პრეზიდენტი ომში."

”და რასაც თქვენ აკეთებთ არის ძალიან უპატივცემულობა ქვეყნის, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც მხარს გიჭერთ იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა" - დაამატა ტრამპმა.

თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ორივე პრეზიდენტმა განიხილა მოლაპარაკების პროცესი მედიასთან:

"ჩვენ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მიიღებს ძლიერი ძალაუფლების მხარდაჭერას და შემდეგ არ დაამყარებს მშვიდობას, რადგან თავს ზედმეტად თავდაჯერებულად გრძნობს. არ გვინდა ათწლიან ომში ჩაბმა და თამაში. ზელენსკის სურს გააგრძელოს ბრძოლა. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილი შეწყდეს. ერთ კვირაში ომში 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის ხელში სუსტი კარტები აქვს. მშვიდობა მინდა. პუტინს მშვიდობა სურს. ზელენსკის კი სურს, რომ ვალდებულებები ავიღოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ან ომი დამთავრდება, ან ნება მიეცით თავად მოაგვარონ და ნახონ რა იქნება შემდეგ" - განაცხადა ტრამპმა.

ზელენსკიმ რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკას ომში გაწეული დახმარებისთვის. შეახსენა, რომ ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა დაიწყო.

"მე ვერ შევცვლი ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. გვკლავენ. ამერიკელები მეგობრები არიან, ევროპელები მეგობრები არიან, პუტინი და რუსები კი მტრები არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა მშვიდობა. მადლობა შეერთებულ შტატებს, მთელ თქვენს ქვეყანას, მთელი თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ტრამპს, მადლობა კონგრესს.

გვინდა მშვიდობა. არავის არ სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის. უნდა ვიყოთ ერთ მხარეს და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარეს იქნება. პუტინის შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 25-ჯერ დაარღვია. რეიგანმა თქვა, რომ "მშვიდობა არ არის ომის არარსებობა". მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს. მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ უბრალოდ გულწრფელად ვსაუბრობდით. არ ვიცი, წინასწარ იყო თუ არა დაგეგმილი ეს დაპირისპირება. დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე დავაშავეთ. მაგრამ არის რაღაცები, რაც მედიის გარეთ უნდა განვიხილოთ."

მე ვლაპარაკობ, როგორც იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც უკვე სამი წელია ამ ბრძოლაშია. ხალხს უბრალოდ სურს გაიგოს, რომ ამერიკა ჩვენთანაა და არა რუსეთთან. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ უნდა ვიყოთ ძლიერ პოზიციაზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები." - განაცხადა ზელენსკიმ....წყარო

წაიკითხეთ ასევე: