პარასკევს ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მიმდინარე საუბარს, უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვაც ესწრებოდა.
ელჩის რეაქცია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. თითქმის მთელი საუბრის განმავლობაში მარკაროვა თავდახრილი იჯდა და პრეზიდენტების საუბარს უსმენდა.
ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.
ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ზელენსკის უსაყვედურა ამერიკული მედიის წინაშე „საჩივრის წარმოების მცდელობისთვის“ და მის ქმედებებს „უპატივცემულობა“ უწოდა.
„თქვენ ფიქრობთ, რომ პატივისცემაა ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ ოფისში შესვლა და თავდასხმა ადმინისტრაციაზე, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს თქვენი ქვეყნის განადგურებას“, - ჰკითხა ვენსმა. ზელენსკისთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრამდე დაძაბულობა მაღალი იყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი გამოაქვეყნა: "პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის. ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა".
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკასა და ტრამპს მხარდაჭერისთვის და ვიზიტის დაშვებისთვის.
"უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ", - წერს ის პოსტში.
წაიკითხეთ ასევე: