სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა ფრანგი რეპერის, GIMS-ის მიერ შესრულებულმა “განდაგანამ“. წარმოშობით კონგოელი, ფრანგი ვარსკვლავი საქართველოში პოპულარული აჭარულმა ჰანგებმა გახადა. მის ნამღერს გაიგებთ ყველგან - მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტრებში.
GIMS-ი არის ისეთი ჰიტების ავტორი, რომელსაც ასობით მილიონი ნახვა აქვს. რეპერი საფრანგეთში უკვე წლებია ვარსკვლავის სტატუსს არ თმობს, ათეულობით მილიონი გამომწერით და 5 მილიონი გაყიდული ალბომით.
თუმცა, ჯერ კიდევ წლების წინ ის მსოფლიომ გაიცნო ჰიტით - BELLA, აქვს კოლაბორაციები მსოფლიოს ვარსკვლავებთან.
რეპერის ტიკ-ტოკის პირად გვერდზე “განდაგანას“ გამოჩენისთანავე, ელვის სისწრაფით გაიზარდა მისი გამომწერების რაოდენობა. ქართველ გამომწერები კომენტარებში მას ამხნევებენ და თითქმის ვერ ნახავთ კრიტიკულ კომენტარს.
როგორც ცნობილი ხდება, GIMS-ი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.
კურიერი P.S-მა რეპერის აგენტთან და ქართველ მოცეკვავეებთან, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
“საქართველოში სავარაუდოდ აპრილში ჩამოვალთ. ჯერჯერობით ვისმენთ შემოთავაზებებს. გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით იმასაც, რომ არ გამოვრიცხავთ ქართველ არტისტებთან კოლაბორაციას. როცა საქართველოში ჩამოვალთ, ვგეგმავთ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ვიმღეროთ “განდაგანას“ ორიგინალი ვერსია.
ოფიციალური ვიდეოკლიპის პრეზენტაცია აჭარული სიმღერისა “ნინაო“ 5 მარტს გაიმართება", - აცხადებს მომღერლის აგენტი ინტერვიუში.
“ეს მომენტი არის გადაღებული მხოლოდ ტიკ-ტოკისთვის. კლიპის სრული ვერსია გამოვა 5 მარტს.
GIMS -მა ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძია საქართველოს ისტორიის შესახებ, ცეკვის -კერძოდ აჭარულის შესახებ და მოძრაობები პროფესიონალი ქართველი მოცეკვავისგან შეისწავლა. მე, ბავშვები, ყველანი ჩართული ვიყავით მასთან მუშაობაში, რომ მოძრაობები ესწავლა,“ - აცხადებს ანსამბლის ქორეოგრაფი.
“გვესალმება ქართულად, შეეცადა ეთქვა - მიყვარხარ. მადლობაც ქართულად გადაგვიხადა. არ არის გამორიცხული, რომ ერთ კონცერტზე ჩვენც გვიხილოთ მასთან ერთად“, - განაცხადეს სატელევიზიო სიუჟეტში “ლაზის“ ქორეოგრაფმა და მოცეკვავეებმა.
GIMS-ი განდი ალიმასი ჯუნა 1986 წლის 6 მაისს კინშასაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიბადა. ის მუსიკოსების ოჯახიდანაა: მამამისი ჟანანა ჯუნა არის Papa Wemba-ს Viva La Musica ჯგუფის მომღერალი. მშობლები საფრანგეთში 1988 წელს გადავიდნენ, როდესაც GIMS-ი ორი წლის იყო.
იმის გამო რომ მშობლები არალეგალი მიგრანტები იყვნენ, პატარა GIMS-ი 18 წლამდე მინდობით აღზრდის ოჯახებში იზრდებოდა, სადაც საკმაოდ მძიმე ყოფის გავლა უწევდა.
ამჟამად ის საფრანგეთისა და მაროკოს მოქალაქეა.
იხილეთ ასევე: