ავტორი:

ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები -  "შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა"

ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები -  "შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა"

რამდენიმე საათის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.

"ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი. როგორც დავინახე ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი იჯდა. სიჩქარეს ზუსტად მაშინ აუჩქარა, როცა ხიდს მიუახლოვდა... ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები, საშინელება ხდება" - გვიყვება თვითმხილველი.

  • ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს ავრცელებს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს".

"ტროტუარზე ფეხით მოსიარულე მიდიოდა, რომელიც შემთხვევით გადარჩა" - გვიყვებიან თვითმხილველები.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი:

"მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე".

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

წაიკითხეთ ასევე: