ავტორი:

"მეუღლე დარჩა" - ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა

"მეუღლე  დარჩა" - ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა

რამდენიმე საათის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.

  • ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.

მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს ავრცელებს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს".

კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.

"როგორც დავინახე ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი იჯდა. სიჩქარეს ზუსტად მაშინ აუჩქარა, როცა ხიდს მიუახლოვდა... ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები, საშინელება ხდება" - გვიყვება თვითმხილველი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.

ნახეთ ასევე: