ავტორი:

“ტყუილია“, “მასკი იპარავს“ -  ხმაური და გაძევებული კონგრესმენი: ტრამპის მიმართვა სკანდალების ფონზე და სენატორი ქალი, რომელსაც პრეზიდენტმა "პოკაჰონტასი" უწოდა (ვიდეო)

“ტყუილია“, “მასკი იპარავს“ -  ხმაური და გაძევებული კონგრესმენი: ტრამპის მიმართვა სკანდალების ფონზე და სენატორი ქალი, რომელსაც პრეზიდენტმა "პოკაჰონტასი" უწოდა (ვიდეო)

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი მიმართვა კონგრესში, მისი 43-დღიანი მმართველობის ერთგვარი შეჯამება და ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი იყო.

თავის “დიდ სიტყვაში“, ტრამპმა სცადა ამერიკელი საზოგადოებისთვის აეხსნა, მისი მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ტარიფებს, ბიუჯეტის შემცირებას და საგარეო პოლიტიკას შეეხება.

თუმცა, კონგრესში შეხვედრამ შეძახილების, ხმამაღალი სიცილის, პროტესტის და ხმაურის ფონზე ჩაიარა. დემოკრატები მისმა განცხადებებმა განარისხა. თავის მხრივ ტრამპმაც ძლიერ შეუტია ოპოზიციას და ერთ-ერთი სენატორი დარბაზიდანაც კი გააძევა.

donald_trump

  • დემოკრატების პროტესტი

თავის სიტყვაში ტრამპმა ჩამოთვალა პროგრამების გრძელი სია, რომელთა დაფინანსება მასკის “მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა“ შეწყვიტა და მათ თაღლითებიც კი უწოდა.

ეს ყველაფერი დემოკრატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კონგრესმენებს ეჭირათ აბრები, სადაც ეწერა: “ტყუილია“, “მასკი იპარავს“, “ეს ნორმალური არაა“.

kongresi

kongresi

პარალელურად ისმოდა ხმამაღალი შეძახილები, სიცილი ტრამპის მიმართულებით. მოგვიანებით დემოკრატები წამოდგნენ და ხმამაღლა სკანდირებდნენ: “აშშ... აშშ...“

  • გაძევებული კონგრესმენი

დემოკრატების წარმომადგენელმა ალ გრინმა პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლოს პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მანდატურს კონგრესმენს დარბაზის დატოვება უბრძანა.

al_grin
კონგრესის ერთობლივ სესიაზე, ტრამპის გამოსვლისას ყვირის დეპუტატი ალ გრინი.

ელიზაბეტ უორენი

ვითარების განსამუხტად დონალდ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაფერი გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ოპოზიცია მოიხსენია ფრაზით: "რადიკალური მემარცხენე გიჟები", ხოლო მასაჩუსეტსის სენატორს ელიზაბეტ უორენს "პოკაჰონტასი" უწოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: