ვატიკანის საიდუმლო არქივში შენახული 900 წლის წიგნი მსოფლიოს მომავალს წინასწარმეტყველებს. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, წიგნში “მეორედ მოსვლის“ და განკითხვის თარიღიც წერია.
უძველესი წინასწარმეტყველების მიხედვით, ეს 2027 წელს მოხდება.
წიგნი, რომელიც შეიცავს 112 მოკლე, საიდუმლო ფრაზას, 1595 წელს ბენედიქტელმა ბერმა, არნოლდ ვიონმა ვატიკანის არქივებში აღმოაჩინა. ბერის თქმით, წიგნში წმინდა მალაქიას მიერ შესრულებული ჩანაწერებია.
წმინდა მალაქიას მიაწერენ ტექსტს "პაპების წინასწარმეტყველებას", რომელიც საიდუმლოებით მოცულ ლათინურ ფრაზებს შეიცავს. ის აღწერს ყველა პაპს სელესტინე II-ის შემდეგ.
ბოლო პასაჟის მიხედვით, წიგნში ნახსენები უკანასკნელი პაპის შემდეგ, “საშინელი მსაჯული განიკითხავს ხალხს და ეს იქნება დასასრული“. ზოგიერთის აღქმით, წინასწარმეტყველება გულისხმობს იმას, რომ პაპი ფრანცისკე ბოლო იქნება.
თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ტექსტი ყალბია.
წმინდა მალაქია წმინდანად შერაცხვამდე იყო ირლანდიელი არქიეპისკოპოსი, რომელიც ცნობილია თავისი რელიგიური რეფორმებით.
იხილეთ ასევე: