ავტორი:

ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერთან რომანის განახლება სურს? - რას ჰყვება წყარო ყოფილ ცოლ-ქმარზე

ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერთან რომანის განახლება სურს? - რას ჰყვება წყარო ყოფილ ცოლ-ქმარზე

მსახიობი ჯენიფერ გარნერი არ არის დაინტერესებული ყოფილ ქმართან, ბენ აფლეკთან, ურთიერთობის განახლებით. მიუხედავად იმისა, რომ აფლეკი კიდევ ერთი შანსის იდეას არ გამორიცხავს, - ინფორმაციას Page Six წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა გამოცემის ცნობით, "გრძნობები ორმხრივი არ არის“.

  • წყაროს ინფორმაციით, გარნერი 2018 წლიდან ჯონ მილერს ხვდება, ის ბედნიერია თავის პარტნიორთან და ამ ეტაპზე არაფრის შეცვლას არ აპირებს.

  • "ჯენს და ბენს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ, შვილებს ერთად ზრდიან და პასუხისმგებლობებს ინაწილებენ", - დასძენს წყარო.

აფლეკი მეორე შანსზე ფიქრობს?

მეორე წყაროს ცნობით, აფლეკი "სიხარულით მიიღებდა კიდევ ერთ შანსს“ თავისი შვილების დედისგან და ის "ღიაა ურთიერთობისთვის, რომ ხელახლა სცადოს ბედი“.

"ამასთან ერთად, ბენიც აცნობიერებს, რომ ეს ამ ეტაპზე უბრალოდ არარეალურია", - ამბობს ინსაიდერი.

  • ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ახლო ურთიერთობა

ყოფილი წყვილი, რომლებიც 2005 წლიდან 2015 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები, გასულ კვირას ერთად დააფიქსირეს საერთო ვაჟის, სამუელის დაბადების დღის წვეულებაზე.

აფლეკი ყოფილ ცოლს ეხუტებოდა. ისინი მთელი საღამო ერთად იყვნენ, საუბრობდნენ, იცონოდნენ და ამ ყველაფრის შემდეგ ყვითელი პრესა კიდევ უფრო აქტიურად წელს ბენის განზრახვაზე, რომ ყოფილ ცოლს დაუბრუნდეს.

"აფლეკი და გარნერი „განქორწინების შემდეგ უფრო ახლოს არიან. უფრო მეტად ეყრდნობიან ერთმანეთს", - ჰყვება წყარო.

წაიკითხეთ ასევე: