ავტორი:

"ზოგიერთი ვერ ისვენებს... არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს" - პუტინი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა

"ზოგიერთი ვერ ისვენებს... არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს" - პუტინი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა

ზოგიერთი ვერ ისვენებს, არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

  • კერძოდ, ის გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.

“დღემდე ზოგიერთი ვერ ისვენებს, ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს, და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს,” - განაცხადა პუტინმა.

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს; ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია… გერმანიის სამომავლო კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე… რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში,” - განაცხადა მაკრონმა.

წაიკითხეთ ასევე: