ავტორი:

ბრძოლა არქტიკისთვის: რა არის კანადური ოპერაცია “ნანუკი“ და რატომ იქცა გრენლანდია გეოპოლიტიკური გარჩევის თემად?

ბრძოლა არქტიკისთვის: რა არის კანადური ოპერაცია “ნანუკი“ და რატომ იქცა გრენლანდია გეოპოლიტიკური გარჩევის თემად?

ინუვიკის დაკბილულ, ნაძვით დაფარულ ცის ჰორიზონტზე ზამთრის მზე ჯერ კიდევ არ ჩანდა, თუმცა 150-ზე მეტი ჯარისკაცი სათემო რეკრეაციულ ცენტრში, უკვე მზად იყო...

ზოგიერთისთვის ეს მოგზაურობა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე, არქტიკული წრის ზემოთ, დაახლოებით, 200 კილომეტრში, პირველი იყო.

"თქვენ აქ ხართ არქტიკული გარემოს გამოცდილებისთვის. თქვენ აქ ხართ, რათა აჩვენოთ ჩვენი სუვერენიტეტი, აჩვენოთ ის, რომ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ტერიტორია ყველა საფრთხისგან", - ეუბნება სახმელეთო სამუშაო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დარენ ტერნერი ჯგუფს.

arqtic

The guardian-ი ოპერაცია “ნანუკის“ შესახებ დაწვრილებით წერს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებიდან 9 მარტამდე გრძელდებოდა.

ეს იყო კანადის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები არქტიკაში, ტუნდრას გასწვრივ. დაახლოებით 650-მა ადამიანმა გაიარა ინფრასტრუქტურის აღდგენის, უახლესი აღჭურვილობის შემოწმების და სიცივეში გადარჩენის სიმულირებული სწავლება.

  • ოპერაცია შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ბელგიის, შვედეთისა და ფინეთის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ის მიზნად ისახავს “ძალაუფლების პროექტირებას“ და შენარჩუნებას არქტიკაში.

arqtic

“რუსეთი და ჩინეთი, რომელიც ახლა საკუთარ თავს "ახლო არქტიკულ სახელმწიფოს" უწოდებენ, ავლენენ მზარდ ინტერესს რეგიონის მიმართ, რომელიც კანადის მიწის მასის თითქმის ნახევარს შეადგენს“, - წერს გამოცემა და ხაზს უსვამს რეგიონში არსებულ წიაღისეული საწვავის უზარმაზარ მარაგზე, რომელიც შესაძლოა ქვეყნებს შორის ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდეს.

ამის შესახებ თავის განცხადებაში კანადის თავდაცვის მდივანმა ბილ ბლერმა ახლახან ისაუბრა. მისი თქმით, “კლიმატის ცვლილება ცვლის რეგიონს და უზრუნველყოფს მზარდი ხელმისაწვდომობას არქტიკულ რესურსებზე, რაც, სამწუხაროდ, სხვა კონკურენტ ქვეყნებს უფრო აგრესიული კონკურენციისკენ უბიძგებს".

bill_blare
ბილ ბლერი

“ორივე ქვეყანა [რუსეთი და ჩინეთი] ცდილობს არქტიკის რეგიონში გავლენის გაფართოებას“, - მიმართა რეზერვისტებს მაიორმა ენდრიუ მელვინმა, რომელიც მოკლევადიან სახმელეთო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ან ჩინეთთან პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირება “ნაკლებად სავარაუდოა", მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს დაზვერვის შეგროვების დახვეწილი ინსტრუმენტები.

  • კანადის სუვერენიტეტს საფრთხე მეზობელი ქვეყნიდანაც დაემუქრა?..

ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, კანადა შეერთებული შტატების 51-ე შტატად ექცია. ხმაურიანმა განზრახვამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია - იდეა, მკვეთრად დაგმო კანადის ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ოპერაცია “ნანუკის“ არ აქვს კავშირი ტრამპის განცხადებებთან.

“ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ისე, როგორც აქამდე. არ მივცემთ პოლიტიკას უფლებას, ხელი შეუშალოს ჩვენს პროფესიონალიზმს. პროფესიონალი ჯარისკაცები ვართ, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. დაე, პოლიტიკოსები იდარდონ ამაზე“, - თქვა ტერნერმა.

arqtic

გასულ წელს, ინუვიკში, ნორადის საჰაერო ძალების ბაზის გვერდით მდებარე კერძო თვითმფრინავების ანგარის შესაძენად, კანადის ფედერალურმა მთავრობამ 8,6 მილიონი კანადური დოლარი გადაიხადა.

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა მარტში პირობა დადო, რომ ოტავა 2,5 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს ჩრდილოეთ სამხედრო “ჰაუბებში“ - ეს არის თითქმის 10-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე ასაფრენი ზოლების, ლოგისტიკური საშუალებების და ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის დახარჯვას გეგმავდნენ.

  • თუმცა, ოპერაცია “ნანუკიმ“ მეტი რესურსების გადაუდებელი საჭიროება გამოავლინა.

arqtic

მიუხედავად იმისა, რომ კანადის არქტიკულ წყლებს დახურული აქვს ლიცენზირება ოფშორული ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის - ფედერალურ მთავრობის, ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების მთავრობების და იუკონის/ინუვიალუიტის ბოლო შეთანხმება მიზნად ისახავს ძირძველ ხალხისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას წიაღისეული საწვავის პროექტების განვითარებაში.

”ჩვენ გვაქვს იმდენი გამოუყენებელი ნავთობი და გაზი...”, - განაცხადა ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების ყოფილმა კანონმდებელმა ჯეკი იაკობსენმა.

მისი თქმით, Inuvialuit Petroleum Corp.-ის M-18 პროექტმა ცოტა ხნის წინ კანადის ინფრასტრუქტურული ბანკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო, რათა შეექმნა საწვავის ადგილობრივი წყარო ელექტროენერგიის, გათბობისა და ტრანსპორტირებისთვის.

  • კანადის არქტიკული რეგიონი

კანადის ხმელეთის ტერიტორიის თითქმის 40% არქტიკულია და შედგება ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებისგან: ნუნავუტის, იუკონისა და რამდენიმე პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილისგან. კანადის არქტიკაში დაახლოებით 150 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნახევარზე მეტი მკვიდრი მოსახლეა.

inuits
მათ შორის არიან არქტიკულ კანადასა და გრენლანდიაში მცხოვრები ინუიტები

ინუიტები - არქტიკული და სუბარქტიკული რეგიონების კულტურულად და ენობრივად უნიკალური ძირძველი ხალხების ჯგუფია, რომელთა სამშობლო მოიცავს კალაალიტ ნუნაატს (გრენლანდია), არქტიკულ კანადას, ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ ალასკას შეერთებულ შტატებში და ჩუკოტკის ნაწილს.

  • რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არქტიკას და გრენლანდიას?

კუნძულ გრენლანდიას არქტიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. გრენლანდიაზე გადის ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მისასვლელი უმოკლესი გზა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრენლანდია, გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკასთან უფრო ახლოსაა განლაგებული, ვიდრე დანიასთან, რომელიც ავტონომიურ ტერიტორიასაც წარმოადგენს.

“ცივის ომის“ დროიდან მოყოლებული, აშშ-ს გრენლანდიაში თავისი სამხედრო ბაზა აქვს გახსნილი. პენტაგონი სულაც არაა წინააღმდეგი არქტიკაში წარმომადგენლობა გააფართოოს, რათა სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს - ჩინეთსა და რუსეთს.

ანალოგიური მიზნები ჰქონდა 1946 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, რომელმაც გრენლანდიის სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარი შესთავაზა დანიას. ტრუმენ ამბობდა, რომ არ სურდა, გრენლანდია მტრის ხელში ჩავარდნილიყო.

ჩინეთს დიდი ხანია არქტიკაში სავაჭრო გზის გაყვანა სურს. 2018 წელს პეკინმა გრენლანდიაზე ორი აეროპორტის მშენებლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთი თავის მხრივ არქტიკაში სამხედრო წარმომადგენლობას აფართოებს. მოსკოვმა უკვე გაადიდა თავისი სამხედრო ბაზა, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში, ფრანც-იოსეფის მიწაზე მდებარეობს.

  • რა სიმდიდრეს მალავს გრენლანდია?

გრენლანდიის ტერიტორიის 80%-ი ყინულით არის დაფარული. სანაპიროზე ბევრი თევზია, ხოლო ნიადაგი სასარგებლო წიაღისეულითაა მდიდარი, რომლის მოპოვებაც უახლოეს წლებში, გლობალური დათბობის პირობებში უფრო იოლი გახდება.

გრენლანდიაში არის ნავთობი, ურანი და იშვიათი მეტალები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებისთვის. ამგვარი მეტალების 70%-ი ჩინეთში მოიპოვება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის ყიდვის სურვილს გამოთქვამს. მაგალითად, 1867 წელს რამდენჯერმე სცადეს მისი ყიდვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი დონალდ ტრამპმა 2019 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდშიც წამოსწია წინა პლანზე. მაშინ ასე მკაფიოდ არ განუცხადებია, რომ აშშ-ის გრენლანდიის ყიდვა სურს, თუმცა თქვა, რომ ეს კარგი იქნებოდა ამერიკისთვის.

  • ისტორია

პირველი ხალხი არქტიკულ რეგიონში 4000 - 5000 წლის წინ, კანადიდან ჩავიდა. საერთო ჯამში იქ ექვსი ინუიტური ჯგუფი დასახლდა. 1721-დან 1953 წლამდე გრენლანდია დანიის კოლონია იყო. 1953 წელს დანიის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და გრენლანდიამ შეწყვიტა დანიის კოლონიად ყოფნა.

2009 წელს გრენლანდია ოფიციალურად გახდა დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი სახელმწიფო.

მეორე მსოფლიო ომის დროს გრენლანდია იყო მოკავშირე და საჰაერო ტრანსპორტის სტრატეგიული კერა შეერთებულ შტატებსა და ინგლისს შორის.

იხილეთ ასევე: