მამუკა ურუშაძე იუბილარია. ბიზნესმენს, რომელიც საზოგადოებამ, როგორც შორენა ბეგაშვილის საყვარელი მამაკაცი ისე გაიცნო, 66 წელი შეუსრულდა. "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერს ბეგაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
მართალია, ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს, მაგრამ მამუკა ურუშაძის ფოტოების გამოქვეყნებას მაინც ერიდება. კადრებში მამაკაცს სახე ან ნახევრად უჩანს ან სათვალით არის გადაღებული.
დაბადების დღის მისალოც პოსტში, კომენტარს წერს ბიზნესმენის შვილი მარი ურუშაძეც. "გილოცავთ“ - წერს გოგონა, როგორც ჩანს, ბეგაშვილს, ურუშაძის შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს.
მამუკა ურუშაძეს ორი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ და ანი ურუშაძეები.
შორენამ წუხელ საყვარელ მამაკაცს, დაბადების დღის დადგომა შავი ტორტით მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ურუშაძემ 65 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ტორტი მაშინაც შავი იყო, თუმცა წითელი და შავი თევზებით.
შეგახსენებ, რომ შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის სიყვარულის ისტორია ორ წელზე მეტს ითვლის. თავიდან ცნობილი ინფლუენსერი საყვარელი მამაკაცის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა. რამდენიმე წარუმატებელი სასიყვარულო კავშირისა და ორი ქორწინების შემდეგ, ბეგაშვილი მედიას თავს არიდებს და ძველებურად აღარ სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს.
თუმცა მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს - ძვირადღირებული მანქანა, პენტჰაუსი თბილისის გარეუბანში და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო საყვარელ მამაკაცთან ერთად. ბეგაშვილი ბოლო დროს სოციალურ პლატფორმას ძირითადად ძვირადღირებული საჩუქრების გამოსაქვეყნებლად და მოგზაურობის ამსახველი ფოტოების დასადებად იყენებს.
წაიკითხეთ ასევე: