ავტორი:

უკრაინულმა დრონმა, მოსკოვის ოლქის სამი მკვიდრი იმსხვერპლა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც - რა ხდება ცნობილი

უკრაინულმა დრონმა, მოსკოვის ოლქის სამი  მკვიდრი იმსხვერპლა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც - რა ხდება ცნობილი

წუხელ, ღამის საათებში რუსეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასობრივი თავდასხმა განხორციელდა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეტევა რუსეთზე, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაანადგურეს 337 უკრაინული დრონი.

თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად მოსკოვის ოლქი დაზარალდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო ერთი მშვიდობიანი ადამიანი, თუმცა განახლებული ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინული დროები თავს დაესხნენ ბრიანსკის, კურსკის, ლიპეცკის, ბელგოროდის, რიაზანის, კალუგას, ორიოლის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდისა და მოსკოვის რეგიონებს, ასევე მოსკოვს.

როგორც ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, მოსკოვთან მიახლოებისას 74 დრონის ჩამოგდება შეძლეს. მოსკოვის ადმინისტრაციის განცხადებით, დრონის ნამსხვრევის ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში თავდასხმის შედეგად გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა - საავადმყოფოში 18 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო.

თავდასხმის დროს, სამივე გარდაცვლილი დომოდედოვოს კომპანია "მირატორგის" სადისტრიბუციო ცენტრის ავტოსადგომზე იმყოფებოდა და თანამშრომლები იყვნენ.

ცენტრის 38 წლის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი - 50 და 43 წლის ​​მამაკაცი, მოგვიანებით საავადმყოფოში.

ხელისუფლების ცნობით, დრონი ავტოსადგომს დილის 5:14 წუთზე დაეჯახა. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი 40-მდე მანქანაც დაზიანდა.

წყარო

იხილეთ ასევე: