ავტორი:

უშეღავათო ბრძოლა ძლიერ მეტოქესთან, "კვარას" სეივი და პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება - PSG-მ "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

უშეღავათო ბრძოლა ძლიერ მეტოქესთან, "კვარას" სეივი და პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება - PSG-მ "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში PSG სტუმრად "ლივერპულს" "ენფილდზე" დაუპირისპირდა. წინა შეხვედრისას PSG "ლივერპულთან" 0:1 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი გოლი არ ჩაითვალა, სხვა დარტყმულები კი მეკარე ალისონმა არ გაუშვა.

დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ პირველივე წუთებიდან ძირითად შემადგენლობაში დააყენა. პირველი ტაიმის პირველივე წუთებში "ლივერპულელებმა" რიტმი დაიჭირეს, შეხვედრა შეტევით დაიწყეს და რამდენჯერმე შეიქმნა სახიფათო მომენტი PSG -ს კართან. სტუმრად მყოფ პარიზელებს მოედანზე ნერვიულობაც ეტყობოდათ, რის გამოც დაცვაში გარკვეული პრობლემებიც იყო.

  • თუმცა სურათი მეთორმეტე წუთზე მოულოდნელად შეიცვალა და ანგარიში PSG -ის სასარგებლოდ შეიცვალა, დემბელეს გოლის შემდეგ ანგარიში 0:1 გახდა და პირველ ტაიმში სხვა გოლი არც გასულა.

პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ემოციები "ლივერპულის" კარში გოლის გასვლის შემდეგ

რაც შეეხება მეორე ტაიმს, შეხვედრის დაწყებიდან მალევე ლუის დიასმა პარიზელებს გაუტანა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპულმა" წნეხი გააძლიერა. 61-ე წუთზე "ლივერპულმა" კუთხურიდან მომენტი შექმნა, მოჰამედ სალაჰმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა, თუმცა ხვიჩამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

საბოლოოდ ანგარიში არც ამ ტაიმში შეცვლილა და გამომდინარე იქიდან, რომ წინა მატჩი "ლივერპულმა" მოიგო და გუნდებს თანაბარი თითო თითო ქულა ჰქონდათ, ექსტრა ტაიმი დაინიშნა. შეხვედრის მეასე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექსტრა ტაიმიც გოლის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, სადაც "პარის სენ ჟერმენმა" "ლივერპულს" აჯობა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

იხილეთ ასევე: