ავტორი:

"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?

"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების  სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?

ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების საქმეზე, ორჯერ გადავადების შემდეგ, სასამართლო პროცესი 11 მარტს დაიწყო.

სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

  • ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე.

სასამართლოს პროცესის პარალელურად, არეულობაა არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. არგენტინის დედაქალაქის ჩრდილოეთით, სან ისიდროს სასამართლო შენობის გარეთ, მარადონას მეგობარი ქალი ვერონიკა ოჯედა და გულშემატკივრები ბანერებით იყვნენ შეკრებილი.

maradona
მარადონას ყოფილი პარტნიორი, ვერონიკა ოჯედა

"სამართლიანობა D10S-თვის" - ეწერათ მარადონას მაისურის ნომერი, ბანერებზე ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას.

  • “ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა!“ - დეტალები

შეგახსენებთ, რომ მარადონა მ2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა და მოსავლელად მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ჰყავდა დაქირავებული.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გუნდმა, რომელიც მარადონამ დაიქირავა, კრიმინალური დაუდევრობა გამოავლინა, რასაც სავარაუდოდ, ლეგენდის სიკვდილი მოჰყვა.

სამშაბათს გამართული სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

პროკურორი პატრისიო ფერარი ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა.

პროკურორი პატრისიო ფერარი

“ყველა, ვინც ამბობს, რომ ვერ ამჩნევდა იმას, რაც დიეგოს თავს ხდებოდა, ურცხვად იტყუება. შეუძლებელი იყო მისი მდგომარეობა არ შეგემჩნია. მას ასეთ მდგომარეობაში ხედავდნენ საწოლში რამდენიმე დღის განმავლობაში. ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა.

სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, ექიმების ბანდა დაკავებული იყო მხოლოდ ანგარიშების შევსებით. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ აკეთებდნენ იმას, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ. მთელმა სამედიცინო ჯგუფმა, ყველამ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ უაზრო მკურნალობაზე, პასუხი უნდა აგოს დიეგო მარადონას სიკვდილზე.

ყველა, ვინც მარადონასთან სახლში მიდიოდა და ხედავდა მას, კრიტიკულს უწოდებდა მის მდგომარეობას და ამაზე ექიმებს მიუთითებდა“, – თქვა პროცესზე ფერარიმ.

სასამართლოზე სხვა სკანდალური დეტალებიც გახდა ცნობილი.

  • Thesun-ის ინფორმაციით, მეთვალყურეთა ჯგუფს ჰქონდა პრეტენზია, რომ მარადონა დილით და საღამოს ლუდს სვამდა.
  • მას სასმელში საძილე აბებს უყრიდნენ.
  • ხოლო WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, რომლებშიც მისი ნევროლოგი ლეოპოლდო ლუკე წერდა: “ეს მსუქანი კაცი, მალე მოკვდება“.
ნევროლოგი ლეოპოლდო ლუკე

მარადონას ქონება ოდესღაც 70 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა, თუმცა მან ალკოჰოლზე და კოკაინზე დამოკიდებულების გამო, ქონების დიდი ნაწილი სიცოცხლეშივე გაფლანგა. გარდაცვალების მომენტში, მისი გული 503 გრამს იწონიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ნორმალურ წონას.

თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მარადონა გადარჩებოდა.

მთავარმა პროკურორმა პატრიციო ფერარიმ სასამართლოს განუცხადა: “იმ საშინელებათა სახლში, სადაც დიეგო მარადონა გარდაიცვალა, არავის გაუკეთებია ის, რაც უნდა გაეკეთებინა“.

პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ სახლში არ იყო დეფიბრილატორი, სამედიცინო ჯგუფმა ვერ ჩაატარა საჭირო შემოწმებები.

  • სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.

მარადონას ქალიშვილების, დალმასა და ჯანინას ადვოკატმა ფერნანდო ბურლანდომ სასამართლოს განუცხადა, რომ ფეხბურთელს ექიმები ცხოველივით ეპყრობოდნენ.

მარადონას ქალიშვილები - დალმა და ჯანინი სასამართლოზე გამოცხადდნენ

სასამართლო პროცესი ივლისამდე გაგრძელდება, სადაც ჩვენებას 100-მდე მოწმე მისცემს. თუკი ბრალდებულებს განზრახ მკვლელობა დაუდასტურდათ, მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო

იხილეთ ასევე: