წუხანდელი ღამე ასობით გრენლანდიელმა საპროტესტო აქციაზე გაატარა. მაცხოვრებლები დონალდ ტრამპის მიერ მათ კუნძულზე კონტროლის მოპოვების მიზნებს აპროტესტებდნენ.
დედაქალაქ ნუუკში მოწყობილ აქციაზე შეკრებილი ხალხი გრენლანდიის დროშას აფრიალებდა, ზოგიერთ მათგანს კი ეკავა პლაკატები წარწერით: "პატივი ეცით გრენლანდიის სუვერენიტეტს", "ჩვენ არ ვიყიდებით" და "Make America Go Away", რომელიც ტრამპის ცნობილ სლოგანს, Make America Great Again-ს ეხმიანება.
მედიის ინფორმაციით, აქციები გრენლანდიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია Demokraatit-ის ლიდერს იენს-ფრედრიკ ნილსენს, მიმავალ პრემიერ მინისტრ მუთე ბ. ეგედეს შეუერთდა, რათა მომიტინგეებს აშშ-ს საკონსულოსკენ ერთად გასძღოლოდნენ.
"იმის მცირედი შანსიც კი არ არსებობს, რომ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდება. გრენლანდია დარჩება გრენლანდიად",- განაცხადა ნილსენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილზე უკვე მრავალჯერ ისაუბრა. ტრამპმა იგივე იდეა გააჟღერა ხუთშაბათს, თეთრ სახლში მარკ რუტესთან შეხვედრისას. მისი თქმით, ეს ტერიტორია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია და რომ აშშ-ს იქ უკვე აქვს სამხედრო ბაზები.
წყარო: dw.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხლეთ ასევე: