ქართულმა და ოსურმა მხარეებმა 14 დაკავებული გაცვალეს

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა 14 დაკავებული გაცვალეს

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა დაკავებულები გაცვალეს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება. მხარეებმა სოფელ ერგნეთში ერთმანეთს შვიდ-შვიდი ისეთი მოქალაქე გადასცეს, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიდნენ, ან ძებნილები იყვნენ.

ქართველ სამართლდამცველებს გადასცეს მარო პატარაშვილი, დემურ ჩიხლაძე, დავით კაპანაძე, ზვიად კობალაძე, გიორგი ელბაქიძე, ბექა თოკაძე და ვაჟა თოკაძე. ოსურ მხარეს კი ანატოლი ბესტაევი, კაზბეკ ძუგკოევი, ზევინარ კაზიევი, იური ხაჩიროვი, სპარტაკ დრიაევი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კასაევი გადაეცათ.

დაკავებულების გაცვლას რუსული მხარის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართულ მხარეს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავებულების გაცვლაზე მხარეები 17 თებერვალს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?