ავტორი:

"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი

"პუტინმა, ტრამპთან საუბრის შემდეგ რუს სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავონ" - კრემლი

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.

  • განცხადების თანახმად, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.

„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს “კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.

კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.

“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: