ავტორი:

ოქროს უნიტაზის ქურდობის დეტალები - ნაფიცმა მსაჯულმა ერთი ბრალდებული გაამართლა, სამი კი დამნაშავედ ცნო: რა ბედი ეწია 6 მლნ დოლარის ღირებულების ნიმუშს

ოქროს უნიტაზის ქურდობის დეტალები - ნაფიცმა მსაჯულმა ერთი ბრალდებული გაამართლა, სამი კი დამნაშავედ ცნო: რა ბედი ეწია 6 მლნ დოლარის ღირებულების ნიმუშს

გაასამართლეს მამაკაცი, რომელმაც ინგლისის სასახლიდან ოქროს უნიტაზი მოიპარა. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, ბრალდებულს ჰყავდა თანამზრახველი.

პროკურორების თქმით, ქურდი წინა დღით ბლენჰაიმის სასახლეში იმყოფებოდა, რა დროსაც საპირფარეშო დაათვალიერა. მეორე დღეს ორ სხვა მამაკაცთან ერთად, ხელსაწყოებით შეიარაღებული დაბრუნდა. მათ ჩაამსხვრიეს ფანჯარა და უნიტაზის მოხსნა ხუთ წუთში შეძლეს.

  • ჯგუფი 6 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ნადავლით გაიქცა, ადგილზე კი დაზიანებული მილი დატოვეს, რამაც ოთახები დატბორა.

”ეს იყო თავხედური დარბევა, რომელიც საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. პასუხისმგებელი პირები არ იყვნენ საკმარისად ფრთხილად და დატოვეს მტკიცებულებების კვალი CCTV კადრებისა და ტელეფონის მონაცემების სახით”, - თქვა პროკურორმა სიან სანდერსმა.

სამართალდამცველებმა ოქროს უნიტაზის პოვნა ვერ შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ნივთი ნაწილებად დაჭრეს და გაყიდეს.

  • ოქსფორდის სასამართლომ, ოქროს უნიტაზის ქურდობაში დამნაშავედ ცნო 39 წლის ჯონსი, 36 წლის ფრედერიკ საინცი და 40 წლის ჯეიმს შინი, რომელმაც ქურდობა დაგეგმა.

შეთქმულებაში ბრალდებული მეოთხე მამაკაცი, 41 წლის ბორა გუკჩუკი, ნაფიც მსაჯულებმა გაამართლეს.

ოქროს უნიტაზი იყო იტალიელი კონცეპტუალური მხატვრის მაურიციო კატელანის სატირული შემოქმედება, სახელად "ამერიკა". ნიმუში ზღვარგადასულ სიმდიდრეს დასცინოდა. მისი წონა იყო 98 კილოგრამი.

ნამუშევარი ადრე ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში იყო გამოფენილი.

წყარო

იხილეთ ასევე: