ავტორი:

ცნობილია მარნეულში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა - რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარზე

ცნობილია მარნეულში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა - რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარზე

მარნეულში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გზაზე იდგა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

  • MarneuliNews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ სადახლოს მკვიდრი, 35 წლის მაზაჰირ ნაზაროვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილს 17 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც სოფელ ჯანდარადან არის.

"სულ ვამბობ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, საპატრულო დასეირნობს ზევით ქვევით და არ ავლენს ასეთ ფაქტებს. არადა ძალიან ახალგაზრდები, ხშირად არასრულწლოვანები ზიან საჭესთან, ბევრს მართვის მოწმობა არც აქვს. პატარა ბიჭები მხვდებიან საჭესთან, მაგათ მშობლებთანაც ვაპროტესტებ ხოლმე ამ ფაქტს, ნუ სვამთ მათ საჭესთან-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. მაინც აძლევენ მამები მანქანას შვილებს და მერე ხდება ასეთი ტრაგედიები.

ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი მძიმე ფაქტი, მაგრამ დაცული არ ხარ არაფრისგან. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები და რომ დაქრიან ეს ახალგაზრდები, ამას პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება....წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: