ავტორი:

"დაე, ნაკრების გამარჯვებამ გაახაროს ჩემი შვილი და მისი მეგობრები! მე კი, მატჩის დროს რუსთაველზე ვიდგები, მათი მომავლის დასაცავად" - რას წერს კახა კინწურაშვილი

"დაე, ნაკრების გამარჯვებამ გაახაროს ჩემი შვილი და მისი მეგობრები! მე კი,  მატჩის დროს რუსთაველზე ვიდგები, მათი მომავლის დასაცავად" - რას წერს კახა კინწურაშვილი

ერევანში დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ მეზობელ ქვეყანაში ასობით ქართველი გაემგზავრა.

"ჯვაროსნები" ერევანში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილის გასარკვევად საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველი მატჩი გაიმართება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.

  • მსახიობი კახა კინწურაშვილი წერს, რომ მისმა 10 წლის შვილმა მეგობრები სახლში დაპატიჟა ნაკრების მატჩის სანახავად, ხოლო თვითონ მსახიობი აპირებს, რომ რუსთაველზე იყოს.

"ჩემი 10 წლის შვილი შეყვარებულია ნაკრების ფეხბურთელებზე. დღეს სახლში დაპატიჟა მეგობრები მატჩის საყურებლად. რა თქმა უნდა დავთანხმდი!

დაე საქართველოს აფრიალებულმა დროშამ და ნაკრების გამარჯვებამ გაახაროს ჩემი შვილი და მისი მეგობრები!

მე კი, დღეს მატჩის დროს რუსთაველზე ვიდგები, მათი მომავლის დასაცავად", - წერს კახა კინწურაშვილი.