ავტორი:

"ქოჩორასა" და მიქაუტაძის გოლები და ქართველების უპირატესობა - ჩვენმა გუნდმა სომხეთის ნაკრები პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

"ქოჩორასა" და მიქაუტაძის გოლები და ქართველების უპირატესობა - ჩვენმა გუნდმა სომხეთის ნაკრები პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს სოლიდური უპირატესობით ამარცხებს.

მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 0-2 დასრულდა. გოლები ქოჩორაშვილისა და მიქაუტაძის ანგარიშზეა.

  • 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ოთარ კიტეიშვილის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ხოლო მატჩის 37-ე წუთზე მამარდაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს არის კარიერაში პირველი საგოლე გადაცემა.

ცნობისთვის, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე.

"ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.