ავტორი:

პატიმარი პოლიციელებს ფურგონიდან გაექცათ - ვიდეოკამერამ გაქცევის მომენტი გადაიღო: ბრიტანეთში მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული

პატიმარი პოლიციელებს ფურგონიდან გაექცათ - ვიდეოკამერამ გაქცევის მომენტი გადაიღო: ბრიტანეთში მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული

შოკისმომგვრელი შემთხვევა ბრიტანეთში - ციხის მცველებს ფურგონიდან 33 წლის პატიმარი გაექცათ.

  • მედიაში ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება სადაც ჩანს, რომ გაქცეული პატიმარი მინდვრებში გარბის. მას მუქი შარვალი და მაისური აცვია. სირბილის დროს კი უკან რამდენჯერმე იხედება.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი სავარაუდოდ 33 წლის ჯეიმი კუპერია.

უსაფრთხოების ფირმა GEOAmey-მ თქვა, რომ მან პატიმარი ციხის ადმინისტრაციას „გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის გადაჰყავდათ“, თუმცა ის პერსონალს დაუპირისპირდა და გაქცევა შეძლო.

ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ლანკაშირის პოლიციამ მოუწოდა ნებისმიერს, ვინც გაქცეული კრიმინალის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ფლობს, მათ დაუკავშირდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: